ლიზა ჩიჩუამ გამომწერების კითხვებს უპასუხა.
როგორც ლიზა ამბობს, ის და მისი მეუღლე პატარას იანვარში ელოდებიან.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველსა და მეორე შვილებს შორის სხვაობა 1 წელი და 8 თვე იქნება.
„ძიძა მყავს და საოცრად გამიმართლა მასში. გიოსაც განსაკუთრებულად უყვარს,“ – წერს ლიზა.
ამასთან, ლიზა საზოგადოებას სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და სითბოსთვის, რასაც ასე უშურველად გასცემთ! მიყვარხართ,“ – აღნიშნავს ლიზა.
„ჩვენ კვლავ ვიზრდებით“ – ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილს ელოდებიან