“ერთადერთი მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, როგორც უნდა ისე გაიგოს ყველამ, მოიფიქრონ რამე, რომ ეს ხალხი გადარჩეს”,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება უნდა შეკავდეს და ამისთვის გადაწყვეტილებებია მისაღები.
“ინფექცია უნდა შეკავდეს. სულ ვიძახდით, რომ უნდა შეკავდეს. ორი გზა ჰქონდა მაშინ სამყაროს, კონსტიტუციური და ლიბერალური. მე არ ვიცი, სამწუხაროდ, ეკონომიკა, ერთადერთი რაც ვიცი, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს, ამიტომ ვიღაცამ რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ ქართველი ხალხი გადარჩეს”, — აღნიშნა რატიანმა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 108 ათასი შემთხვევაა უკვე გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 012-ს მიაღწია.