LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ: საღამოს რუმინეთი გველოდება

53

ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე დღეს, საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გადაიცემა.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტში სავარჯიშო პროცესი ავსტრიულ შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა. 23 წლის ფეხბურთელი აღნიშნული მიზეზით დღეს რუმინეთთან შეხვედრაშიც არ იქნება, თუმცა გუნდთან ერთად რჩება.

გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა, მანამდე კი ჩვენების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“ეს იქნება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში. რუმინეთის ნაკრები საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, ჩვენ კი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით.
ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მოწინააღმდეგეს. ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
რუმინეთს ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, რომელმაც ბევრი დაამტკიცა. გუნდში არიან როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები”, – განაცხადა ვაისმა.

 

13320774_1102723229798893_2146280219604365869_o

 

 

ბუქარეტში გამართული ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა: “კარგია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, რადგან მწვრთნელს ეძლევა საშუალება, ნახოს ფეხბურთელები და შეარჩიოს ისინი მომავალი საკვალიფიკაციო ციკლისთვის. ალბათ ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. ორი კვირაა ერთად ვართ, საკმაოდ კარგი მეტოქეები გვყავს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები. კარგი იქნება თავი გამოვიჩინოთ თითოეულ შეხვედრაში, ამიტომ მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან. კარგი თაობა მოდის და ამ თაობით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა. სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დაანახონ საკუთარი თავი მწვრთნელს ფეხბურთელებმა”.

 

13305111_1102724049798811_884915673307127674_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g