22 წლის კანადელი მოდელი და ცნობილი აქტივისტი, ვინი ჰალროუ ფორმულა1-ის ავტომრბოლელს, ლუის ჰემილტონს ხვდება. ამის შესახებ უცხოურ მედია წერს და ცნობილი გამოცემები უკვე აქვეყნებენ წყვილის ერთობლივ ფოტოებს. ვინი ჰარლოუ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და ცნობილი გახდა იმით, რომ კანის უმძიმესი პათოლოგიის მიუხედავად, მოდის სამყაროში წარმატებებს მიაღწია. ჰარლოუს ბავშვობიდან ვიტილიგოს დაავადება აქვს, რაც კანის პიგმენტაციის დარღვევას ნიშნავს. ჰარლოუ დღეს მსოფლიოს ყველაზე არასტანდარტულ მოდელთა რეიტინგს ლიდერობს.
პაპარაცებმა წყვილი ნიუ-ორკში, ერთ-ერთი წვეულების დროს დააფიქსირეს, როცა შეყვარებულებმა ღამის კლუბი ერთად დატოვეს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ლუის ჰემილტონი ცნობილ მომღერალს, ნიკოლ შერზინგერს ხვდებოდა.