LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბედნიერები გაუთხოვარი და უშვილო ქალები არიან – სპეციალისტები ამბობენ

679
TELEMMGLPICT000137733187-trans-NvBQzQNjv4Bqek9vKm18v-rkIPH9w2GMNtm3NAjPW-2-OvjCiS6COCU

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფსიქოლოგები და ქცევის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალები, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან და არ ჰყავთ შვილები, ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. როგორც პროფესორი პოლ დოლანი აცხადებს, მარტოხელა, უშვილო ქალები, შესაძლოა, უფრო ჯანმრთელები იყვნენ ვიდრე ის თანატოლები, რომლებიც საშინაო მოვალეობებით არიან დაკავებულები.

დოლანი, რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქცევითი მეცნიერების ექსპერტია, ამბობს, რომ ადამიანის ბედნიერების ხარისხზე მთავარ გავლენას ქორწინება და დედობა არ ახდენს. ამის თქმის საფუძველს პროფესორს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები აძლევს.

სპცეიალისტების განმარტებით, აღნიშნული იმას უკავშირდება, რომ სრულფასოვანი ურთიერთობები ქალებისგან უფრო მეტ ძალისხმევას ითხოვს, ვიდრე კაცებისგან. პოლ დოლანის თქმით, მამაკაცებისთვის ქორწინება სარგებელი და ერთგვარი სიმშვიდის გარანტიაა, საშუალო ასაკში გათხოვილი ქალები კი ფიზიკური და მენტალური პრობლემების უფრო მაღალ რისკის მატარებელები არიან.

„თქვენ გინახავთ 40 წლის ქალი, რომელსაც არ ჰყავს შვილი , რას ეუბნებიან? “ღმერთო, რა სირცხვილია, არა ? იქნებ ერთ დღეს თქვენ სწორ ადამიანს შეხვდეთ და ყველაფერი შეიცვალოს. არადა, ის შეიძლება არასწორ კაცს შეხვდეს და ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს“- ამბობს პოლ დოლანი.

რატომ არიან მარტოხელა ქალები ყველაზე ბედნიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g