12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დები – 8 წლის თათული და 15 წლის ნიაკო თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრნენ, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.
ინფორმაციას ნიაკოს და თათულის დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ყველაზე დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ…
12 ოქტომბერი, ჩემი გოგოები, უსაშინლესი დღე. უსაშველო გზა და ერთ წამში ჩამოქცეული მთელი სამყარო.
ნიაკოს მდგომარეობა ყველამ ვიცოდით, თუ რის წინაშე ვიდექით.
მაგრამ წამითაც არ გამიფიქრებია, რომ ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა.
სასწაული მოახდინეს, ნიაკო გადაარჩინეს და მეორედ აჩუქეს სიცოცხლე.
ყოველი წამი იბრძოდნენ, რომ ნია უნდა გადარჩენილიყო და გადაარჩინეს კიდეც. ლევან ტარუაშვილი, ნიაკოს პირადი ღმერთი. ასე ვუწოდებ.
რეანიმაცია – არ ვიცი, ამ გუნდზე რა ვთქვა. ნიაკოს დედობას უწევდნენ. მაკუნა თევზაძე – ამ ადამიანზე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვილაპარაკებ, მეიმედები. ნიაკოს ექთნები მიყვარხართ. უდიდესი მადლობა ნიაკოს გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ საკუთარი შვილივით უვლიდით“, – წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში.
#იაშვილისკლინიკა 12 ოქტომბერი ჩემი გოგოები. უსაშინლესი დღე უსაშველო გზა და ერთ წამში ჩამოქცეული მთელი სამყარო. ნიაკოს…
Posted by სოფიო ხარშილაძე on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025