საკრუიზო ლაინერი Braemar, ყველაზე მსხვილი გემია, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო, კორინთოს არხში გაცურა. ამის შესახებ CNN წერს. სარისკო „ატრაქციონს“, როცა 24,3 ათასი ტონის, 195,82 მეტრის სიგრძის გემი შეზღუდულად, საკმაოდ სარისკოდ მანევრირებდა 25 მეტრის არხში, 929 მგზავრი სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა გემბანიდან.
კორინთის არხი – 6, 3 კილომეტრის საზღვაო გზაა, რომელიც პელოპონესის კუნძულს გამოჰყოფს მატერიკისგან და მნიშვნველოვნად ამარტივებს კომუნიკაციას იტალიურ პორტებსა და ათენს შორის, 1893 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა საკრუიზო კომპანიის Fred. Olsen Cruise Lines ლაინერი პირველია, რომელმაც წარმატებით დაძლია ვიწრო არხი.