LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ძლიერი რელიგია – სიკეთეა“ – რიჩარდ გირის ცნობილი ფრაზები

2390
richard geere

ჰოლუვუდის ვარსკვლავმა და 1990-იანი წლების მთავარმა სექს-სიმბოლომ რიჩარდ გირმა არა მხოლოდ მრავალფეროვანი როლებით გაითქვა სახელი, არამედ იშვიათი ინტელექტით და აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობით. სხვათა შორის, სწორედ გირი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კინოელიტა ბუდიზმზს აზიარა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ რიჩარდ გირის ცნობილ ფრაზებს:

იყავით ბრიყვები, იყავით კეთილები და არაორდინალურები, თუ გინდათ იყოთ ბედნიერი!

ზოგჯერ ძალიან სენტიმენტალური ვარ, ყველაფერზე შემიძლია ვიტირო და არ ვფიქრობ, რომ ცრემლები მამაკაცის სისუსტეა.

ძალიან მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოთახში შევალ და ყველაზე უფროსი მე ვიქნები.

სამყაროს ყოველთვის ისინი მართავენ, ვისაც მართვის უფლებას ვაძლევთ.

ჩემს ასაკში ძალიან რთულია სექსსიმბოლოს სტატუსის შენარჩუნება, ამიტომ მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ძალიან დავბერდი და არც ახალგაზრდობაში ვარგოდი რაიმეს სიმბოლოდ :).

ჩემი მეგობრის დედა მთელი ცხოვრება ჯანსაღად იკვებებოდა, ვარჯიშობდა და საკუთარ ჯანმრთელობას ზრუნავდა, დღეს ის 76 წლისაა და ოსტრეოპოროზის მძიმე ფორმასთან ერთად კანის სიმსივნითაც იტანჯება. მეორე მეგობრის მამა გემრიელ კერძებთან ერთად, არც ალკოჰოლს, ნიკოტინს იკლებდა და მთელი ცხოვრება თავის გემოზე ცხოვრობდა. დღეს ის 81 წლისაა და ექიმებს აკვირვებს საკუთარი ჯანმრთელობით. დასკვნა – არ ღირს საკუთარი თავის შეზღუდვა, რადგან ბედისწერას ვერავინ გაექცევა. იცხოვრეთ აწმყოთი და ისიამოვნეთ დღევანდელი დღით, მომავალი კი, საკუთარ თავზე თვითონ იზრუნებს!

ძალიან იღბლიანი ვარ, ბევრი ჩემს ადგილას უკვე ფსკერზე იქნებოდა, მე კი, ისევ  ვაგრძელებ ცურვას. ზოგჯერ მგონია, რომ სული გავყიდე, ოღონდ არ მახსოვს, ვის და როდის მივყიდე.

როცა 18 წლის გოგონები სიყვარულში მიტყდებიან, ვხვდები, რომ სამყარო საბოლოოდ შეიშალა!

დიდი ხანია აღარ ვეცნობი პრესას და ძალიან მაკვირვებენ ადამიანები, ვინც ყველა ახალ ამბავს სერიოზულად აღიქვამს.

დროა ამერიკის პრეზიდენტებმა გაიაზრონ, რომ ამერიკა მსოფლიო არაა.

სამწუხაროდ, დღევანდელი ბოროტმოქმედები, ყოველთვის ხვალინდელი რაინდები არიან.

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი წარმატება მხოლოდ ჭაღარა თმის წყალობით მოვიპოვე.

ადამიანი მუდმივად არაჩვეულებრივია ძიებაშია, თუმცა ყოველთვის ჩვეულებრივის  პოვნით კმაყოფილდება.

დაიჯერეთ, რომ ერთ დღეს აუცილებლად ყველაფერი უკეთესისკენ შეიცვლება!

ზოგჯერ ძალიან ვნანობ, რომ უცხოპლანეტელი არ ვარ.

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მიჭირს მტრის მოყვრისგან გარჩევა.

ბავშვის შეძენასთან ერთად ახალ სამყაროსაც პოულობ, რადგან ადრე ადგომას და იმ დილის ცხოვრებას ეჩვევი, რომელზედაც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა.

უცნაურია, მაგრამ კინოკამერას ბევრად მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ადამიანის თვალს.

ყველაზე ძლიერი რელიგია – სიკეთეა

 

 

 

 

mazda magti 5g