“ოსკარის“ წითელი ხალიჩა – ეს არის მდიდრული კაბების მთელი პარადი, რომელთა ავტორებიც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები არიან. სანამ დაჯილდოების მორიგი ცერემონია გაიმართება, გთავაზობთ ყველაზე მდიდრულ კაბებს, რომლებიც „ოსკარის“ ისტორიაში თავისი ფასის გამო მოხვდა.
ჯენიფერ ლოურენსი, Christian Dior Haute Couture, 4 მილიონი დოლარი
2013 წელს, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ლოურენსი ნაზ ვარდისფერ კაბაში მივიდა, რომელიც მისთვის მოდის სახლმა „კრისტიან დიორმა“ დაამზადა. მსახიობს ბრენდთან თანამშრომლობა ახალი დაწყებული ჰქონდა და მასში ის ნამდვილ პრინცესას ჰგავდა, თუმცა დიდი ზომის ქვედა ნაწილის გამო, დამსახურებული ოქროს ქანდაკებისკენ მიმავალი მოულოდნელად კიბეზე დაეცა.
ამ ამბავმა რამდენიმე წუთში მოიარა მსოფლიო მედია, რომელიც არამარტო ლოურენსის მოუქნელობაზე, არამედ კაბაზეც წერდა. ეს ისტორია მოდის სახლს მხოლოდ წაადგა, რადგან სულ მალე მისი ქმნილების ფასი 4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და დღემდე ეს რეკორდი ვერცერთმა მოდის სახლმა ვერ მოხსნა.
ნიკოლ კიდმანი, Christian Dior Haute Couture, 2 მილიონი დოლარი
1997 წელს, „ოსკარებზე“ მისული ნიკოლ კიდმანი, რომელიც არამარტო პრემიაზე იყო ნომირირებული, არამედ მეუღლის, ტომ კრუზის გასამხნევებლად იყო მისული, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა: კაბა, რომელიც მის იდეალურ სხეულს უსვამდა ხაზს, იმ დროისთვის თამამი იყო, თუმცა მისით ყველა იქ მყოფი მოიხიბლა.
კეიტ ბლანშეტი, Armani Privé, 200 ათასი დოლარი
Armani Privé – კეიტ ბლანშეტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდია და ის მას თითქმის არასოდეს ღალატობს. 2007 წელს მისმა გამოჩენამ „ოსკარის“ სტუმრები აღაფრთოვანა. კაბა ვერცხლისფერი იყო და ერთ მხარზე „სვაროვსკის“ ამოტვიფრული თვლები ჰქონდა.
ელიზაბეტ ტეილორი, Edith Head, 167 ათასი დოლარი
ცისფერი შიფონის კაბა, რომელშიც ელიზაბეტი 1970 წელს „ოსკარებზე“ გამოჩნდა, ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა. იმ საღამოს მსახიობს 69 კარატიანი ყელსაბამი ეკეთა, რომელიც მის დეკოლტეს უსვამდა ხაზს. ყელსაბამი ტეილორს მეუღლემ, რიჩარდ ბარტონმა აჩუქა, რომელიც იმ საღამოს მად გვერდიდან არ შორდებოდა. 1999 წელს კაბა აუქციონზე 167 ათას დოლარად გაიყიდა, თუმცა რა იყო მისი საწყისი ფასი, უცნობია.
ოდრი ჰეპბერნი, Givenchy, 131 ათასი დოლარი
ოდრი ჰეპბერნის კაბა, რომელშიც მსახიობმა 1954 წელს „ოსკარი“ მიიღო ფილმით „რომაული არდადეგები“ ჟურნალმა Time-მა პრემიის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარა. ინგლისურენოვან „ვიკიპედიაში“ მას ცალკე გვერდიც კი მიეძღვნა.
ლეგენდარული კაბა აუქციონზე 2011 წელს გაიყიდა,
კეიტ უინსლეტი, Valentino, 100 ათასი დოლარი
2007 წელს, „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე კეიტ უინსლეტი Valentino-ს კაბაში ბწყინავდა. იმ წელს, უინსლეტის ვიზუალი საუკეთესოდ აღიარეს. ფასიდან გამომდინარე კი ამ დრომდე ის პრემიის ძვირადღირებული კაბების რეიტინგში იმყოფება.
ჯესიკა ბილი, Chanel Couture, 100 ათასი დოლარი
თაყვანისმცემლების ერთი ნაწილის აზრით, ჯესიკა ბილი 2014 წლის დაჯილდოებაზე უინტერესოდ თამამი კაბით გამოცხადდა, თუმცა სხვების აზრით ჯასტინ ტიმბერლეიკის რჩეულმა წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად იდეალური არჩევანი გააკეთა.
ფოტოკამერების სინათლეზე კაბა საოცრად ციმციმებდა, ბრწყინვალებას კი მას სამაჯური, მასიური ბეჭედი, ყელსაბამი და საყურეები უმატებდა.
შარლიზ ტერონი, Dior Couture, 100 ათასი დოლარი
2013 წლის „ოსკარისთვის“ ჰოლივუდელ ლამაზმანს კაბა „დიორმა“ დაუმზადა. ტერონისვე მკაცრი მოთხოვნით, კაბის ზედა ნაწილი კრისტალებით უნდა ყოფილიყო გაწყობილი.
თეთრი კაბის წყალობით, ტერონი ცერემონიის ყველაზ ეგემოვნებიან სტუმრად დასახელდა.
კეიტ ბლანშეტი, Armani Privé, 100 ათასი დოლარი
აღნიშნულ სიაში კეიტ ბლანშეტი კვლავ Armani Privé-ს კაბაშია გამოწყობილი, რომელიც „ოსკარის“ 2014 წლის ცერემონიას დაესწრო. კაბა ბრჭყვიალა აპლიკაციებით იყო გაწყობილი, რომლებიც ყვავილს მოგაგონებდათ. დამატებით მსახიობმა მასიური საყურე და სამაჯური შურჩია.
ამ წელს, ვარსკვლავმა ფილმით „ჟასმინი“ თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო.
ენ ჰეთევეი, Valentino, 80 ათასი დოლარი
2011 წელს, „ოსკარების“ წამყვანმა ენ ჰეთევეიმ ვიზუალი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი და მკვეთრი ჩაცმულობა მას Valentino-ს მკვეთრ წითელ კაბაში ჰქონდა.
მოდის კრიტიკოსებმა ის ერთხმად არა ყველაზე გემოვნებიან, არამედ იმ დრომდე ყველაზე ძვირიან კაბად შეაფასეს. თუ გავითვალისწინებთ Tiffany & Co-ს სამკაულსაც, რომელიც მსახიობს ეკეთა, მისი გარეგნობის შეფასება რეკორდულ 10 მილიონ დოლარად იყო შესაძლებელია.






















