LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ლამაზ მამაკაცს“ თვალი ეცა და „შანელის“ გლამურულ წვეულებაზე, მიწაზე „გაიშხლართა“ – რეგე-ჟან პეიჯის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

199
page

„ბრიჯერტონის“ ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ „შანელის“ გლამურულ წვეულებაზე იყო მიწვეული. ლონდონის კლუბში მისული რეგე-ჟან პეიჯი ვარდისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. უეცრად მან ფეხი რაღაცას წამოჰკრა, წონასწორობა დაკარგა და მიწაზე დაეცა. ცხადია, დაცემა ვარსკვლავმა გმირულად გადაიტანა და უხერხულობისგან დაბნეული ობიექტივში ბევრს იცინოდა.

ცნობისთვის, ახლახან, ახალი მეცნიერული კვლევის შედეგები გავრცელდა. უძველესი ბერძნული ტექნოლოგიის, „ოქროს კვეთის“ მიხედვით მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი მამაკაცი დასახელდა. პირველ პოზიციაზე სწორედ რეგე-ჟან პეიჯი გავიდა, ის სრულყოფილ პარამეტრებთან 93.65 პროცენტითაა მიახლოებული.

„ოქროს კვეთის“ მიხედვოით ყველაზე ლამაზი მამაკაცი რეგე-ჟან პეიჯია – ნახეთ სრული სია

რეგე-ჟან პეიჯს „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონში ვეღარ ვიხილავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები