LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მაღალი რისკის, კიბოს გამომწვევი პროდუქტები… “ – მარი მალაზონიას გაფრთხილება პროცესირებული ხორცის საფრთხეებზე

206
მარი მალაზონია

ექიმი-ნუტრიციოლოგი, პროფესორი და გადაცემა „პირადი ექიმი-მარი მალაზონიას“ წამყვანი, მარი მალაზონია საზოგადოებას ონკოლოგიური რისკების მქონე იმ პროდუქტების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ბევრი ოჯახის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია.

მისი თქმით, თანამედროვე მედიცინაში პროცესირებული ხორცი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფშია შეყვანილი. გადაცემის ფარგლებში, სადაც მარი მალაზონია ტრადიციულად ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სამედიცინო სიახლეებზე საუბრობს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა კავშირი სიმსივნის განვითარებასთან მეცნიერულად დასაბუთებულია.

კერძოდ, პროცესირებული ხორცის მავნე ზემოქმედებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ფაქტორი, რომელიც დანამდვილებით იწვევს დაავადებას.

„სოსისი, შებოლილი ხორცი ანუ პროცესირებული ხორცი, ბეკონი, როგორც ამბობენ ხოლმე ლორი, შაშხი და ა.შ ეს არის პროდუქტები, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს, ძალიან ბევრი ოჯახის ყოველდღიური რაციონის შემადგენელია და იმედია, არ გამიწყრებით თუ ამ ინფორმაციას, მიუხედავად ამისა, გაგიზიარებთ.

თანამედროვე მედიცინამ მიიღო გადაწყვეტილება და როდესაც ონკოლოგიური რისკების შეფასებისას გამოიკვეთა კლასიფიკაცია, ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტები აღმოჩნდა პირველი ჯგუფის ონკო რისკების მქონე, ასე ვთქვათ, ფაქტორებში და ეს არის ის ფაქტორები, რომელიც დანამდვილებით, დასაბუთებით, დადასტურებით იწვევს კიბოს.

ვიცით, რომ ნამდვილად კოლორექტული კიბოს ხელშემწყობი და მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის პროცესირებული წითელი ხორცი“.

magti 5g