მონაკოს პრინცესა შარლენმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მოდურ მონარქთა სიაში შედის, ამჯერად ვარცხნილობა შეიცვალა. ის წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოკლე თმით გამოჩნდა. აქამდე ის უფრო გრძელ თმას ანიჭებდა უპირატესობას, ამჯერად კი, იმიჯი შეიცვალა. პრესამ მის ახალ ვარცხნილობას უკვე უწოდა „მამაკაცური“.