ყველაზე მოკრძალებული ნაძვის ხე დიდ ბრიტანეთში, აუქციონზე გაიყიდა. CNN-ის ინფორმაციით, ნაძვის ხე არც მეტი არც ნაკლები 1920 წელსაა ნაყიდი.
უნიკალური ნაძვი დოროთი გრანტის სახლში მაშინ მიიტანეს, როცა გოგონა მხოლოდ 8 წლის იყო. დოროთის ეს ნაძვის ხე ძალიან უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე ძალიან უფრთხილდებოდა, შემდეგ კი მემკვიდრეობით ქალიშვილს უანდერძა. 84 შირლი ჰოლმა საშობაო მორთულობის გაყიდვა გადაწყვიტა, თანაც აუქციონიც მოაწყო.
Hansons-ის აუქციონის სახლმა არც თუ ისე მაღალ, 25 ტოტიან ნაძვს „ყველაზე მოკრძალებული ნაძვის ხე“ უწოდა და მხოლოდ 76 დოლარად შეაფასა. თუმცა, ლოტმა უდიდესი დაინტერესება გამოიწვია და საბოლოო ფასი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.