LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე რეიტინგული ავტომწარმოებელი Twitter-ზე

60

კომპანია Nissan-ი, ნოემბრის თვის რეიტინგით, Twitter-ზე ყველაზე პოპულარული ავტომწარმოებელია. აღნიშნულ ინფორმაცის გამოცემა ListenFirst Media ავრცელებს. აღნიშნულ პოზიციაზე მოხვედრა ავტომწარმოებლის ერთ-ერთმა პოსტმა განაპირობა, რომელიც კუპე – Nissan Skyline-ს შეეხებოდა.

ფოტო, რომელიც ავტომწარმოებელმა სოციალურ ქსელში განათავსა, 5000 მოწონებამდე ავიდა, ხოლო 2000-მა მომხმარებელმა ის საკუთარ პროფილზე გადაიზიარა.

რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა კომპანია Ford-ი. რომელმაც საქველმოქმედო პროგრამა Warriors in Pink-ის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ხოლო მესამე ადგილზე კომპანია Audi, რომლის პოსტიც ჰეტჩბექ A5 Sportback-ს შეეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები