LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ტანადი ევროპელები რუმინეთში ცხოვრობენ

173
Capture

ყველაზე ტანადი ევროპელები რუმინეთში ცხოვრობენ: ზედმეტი წონის პრობლემა ამ ქვეყანაში მოსახლეობის 9,4%-ს თუ აწუხებს. ტანადთა მეორე ადგილს იტალიელები (10,7%) და მესამეს ნიდერლანდელები (13,3%) იკავებენ.

სიმსუქნის პრობლემა ყველაზე მეტად მალტას აქვს, სადაც ზედმეტი კილოგრამები მოსახლეობის მეოთხედს მაინც აწუხებს. ამ ანტირეიტინგის მეორე და მესამე ადგილს ლატვია და უნგრეთი იკავებენ, ამის შესახებ ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ იტყობინება.

ზედმეტი წონა უკავშირდება რაციონს, რომელშიც ხილ-ბოსტნეული ნაკლები დოზებითაა. მიუხედავად ამისა, რუმინელთა მენიუში ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს.

რაც უფრო უფროსია ადამიანი, მით მეტი შანსია სიმსუქნის პრობლემა ჰქონდეს: ამ სირთულეს 18-34 წლის ახალგაზრდათა 5-7% აწყდება, ეს მაშინ როცა 65-74 წლის ასაკში ზედმეტი კილოგრამები ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები