LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაფხულის ამ ცხელ დღეებში პარლამენტის მთელი შემადგენლობა სამუშაო ოთახებში ზის და კოლოსალურ სამუშაოს ეწევა“- „ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი

94
BeFunky-collage (3)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაში, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის გეგმის ფარგლებში შეიკრიბა, საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს.

კომიტეტის სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

სხდომაზე დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ირაკლი ქადაგიშვილს მადლობაც გადაუხადა:

“მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა, რომ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში პარლამენტის მთელი შემადგენლობა ზაფხულის სარგებლობის ნაცვლად სამუშაო ოთახებში ზის და მთელ რიგ კოლოსალურ სამუშაოები ეწევა, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე კანონპროექტების მთელი რიგი ჩამონათვალი იყოს მზად, რათა ჩვენი საუკუნოვანი სურვილი დეკემბრის ბოლოს იქნას ასრულებული. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი – თქვა ირმა ზავრადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები