LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზაზე 7.4 კმ იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

690
გg (1)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე,  მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)
magti 5g