LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვს

92

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია როგორც კი მზად იქნება, მთავრობა წარადგენს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ქართული მხარე ევროკავშირთან მუშაობს თუ არა მათ მიერ სიის გაზიარების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მთავრობას ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია 15 ივნისამდე უნდა წარედგინათ, თუმცა სამთავრობო ცვლილებების გამო, სია ამ დრომდე არ წარუდგენიათ

“საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვს, რომ მათი მხრიდან სიაზე ადექვატური რეაგირება იყოს,” – აღნიშნა ზალკალიანმა.

მან ასევე, ნატოს სამიტზე საქართველოს წარმომადგენლობაზე და მოლოდინებზე ისაუბრა. ზალკალიანის მტკიცებით, ნატოს სამიტზე საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვაზე, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პოცესში შესაძლო საფრთხეებს ეხებოდა.

ზალკალიანის თქმით, ნატო საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იყო პოზიტიური შეფასებები.

„ნატოს სამიტზე საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი. არის მზაობა რომ ეს რეალობა ადექვატურად შეაფასოს. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ნატოს სამიტზე იქნება ყველა ფორმატში ადექვატურად წარმოდგენილი,”- აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

magti 5g