LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს – რობერტ ჰაბეკი

100
robert-habeki_w_h

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება.

„ჩვენ ჯერ იქამდე არ ვართ მისული, მაგრამ იმისათვის, რომ არ მივიდეთ, გვჭირდება გადამწყვეტი, ერთობლივი, სოლიდარობაზე დამყარებული და, უპირველეს ყოვლისა, ძალიან სწრაფი მოქმედება“, – აღნიშნა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1-ის მილსადენით გაზის მიწოდება შეამცირა, რამაც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა გერმანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები