LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის ტრანსფერები ხურდება, რაიოლამ ჰოლანი დორტმუნდს გაუჩარხა – ამბები მოკლედ

99
2743845-56698910-2560-1440

დორტმუნდის „ბორუსიამ“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ზალცბურგის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანთან.
აგენტმა მინო რაიოლამ ამ ტრანსფერიდან 15 მილიონი აიღო, „ბორუსიამ“ სულ 45 მლნ გადაიხადა.

„ბორუსია“ ზაფხულში ღია იქნება სანჩოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე. გერმანელებს 100 მლნ ფუნტზე მეტი უნდათ.

ტიბო კურტუაას უკანონო შვილი აღმოუჩინეს გათხოვილი მეზობლისგან. ბელგიელი მეკარე უარს ამბობს ბავშვის აღიარებაზე.

„ევერტონი“ ხამეს როდრიგესზე მთავარი პრეტენდენტია. „რეალი“ 42-50 მილიონ ევროს მიიღებს.

„რეალმა“ შესაძლოა „სოსიედადს“ 4 მლნ ევრი გადაუხადოს ედეგორის იჯარით დაბრუნების გამო.

მესიმ და სუარესმა „ბარსას“ გოლების 70%-ში მიიღეს მონაწილეობა მას შემდეგ, რაც ურუგვაელი მივიდა გუნდში.

ტიერი ანრი „ბარსელონას“ ჩაუდგება სათავეში, თუ ვალვერდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს (Diario Sport).

„იუვენტუსი“ მოელაპარაკა „ატალანტას“ 19 წლის ჰავბეკს კულუსევსკის. თანხა 35 მლნ + ბონუსები.

ედენ აზარი ბელგიის ნაკრებში წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

„მანჩესტერმა“ იანვარში შესაძლოა „ბენფიკადან“ იჯარით ჟედსონი წაიყვანოს 34 მლნ ფუნტად გამოსყიდვის უფლებით.

გვარდიოლამ პრემიერლიგის მწვრთნელებს შორის 2010-იან წლებში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

„ატლეტიკომ“ შესაძლოა ალკასარი იჯარით აიყვანოს და მერე 30 მლნ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები