LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაქარეიშვილი ვადამდელ არჩევნებზე: ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება, მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის

108
Capture

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ვადამდელი არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობასა“, არამედ დამარხავს, იმიტომ, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის, რადგან დღეს საზოგადოებაში ვადამდელი არჩევნების განწყობა არის არის. არაფერი არ ხდება ისეთი, რის გამოც საზოგადოება უნდა წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე. 2024 წლის არჩევნები არსად არ წავა, ის აუცილებლად იქნება, აქედან გამომდინარე ყოველ წელს არჩევნები, მხოლოდ გააღიზიანებს ამომრჩეველს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დასრულდება ოპოზიციის კრახით. რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია არ მესმის. საზოგადოებაში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის პოპულარული, მაგრამ სხვა პარტიებიდანაც არავინ არის პოპულარული.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g