LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zara-ს მაღაზიაში ჰიჯაბში ჩაცმული ქალი არ შეუშვეს

60

„ტვიტერისა“ და „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა პარიზში მდებარე Zara-ს მაღაზია გააკრიტიკეს. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა მასში ჰიჯაბში ჩაცმული ქალი არ შეუშვა. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში მოხვდა, მომხმარებლებს შორის ამ ფაქტის აქტიური განხილვა დაიწყო.

ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც კითხულობს, რატომ არ უშვებენ მას მაღაზიაში, პასუხად კი ისმის, რომ კანონი მისი დაწესებული არ არის და შესაძლოა ეს მიდგომა სულ მალე შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები