მაღაზია „Zara” მომხმარებელს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის როგორც სპორტული, ასევე კლასიკური სტილის მოდელები: პიჯაკები, შარვლები, მაისურები და კაბები.
კოლექცია კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ახლდება.
შეგახსენებთ, რომ „Zara” ესპანური ბრენდია და მას საქართველოში სამი ფილიალი აქვს : ”თბილისი მოლი”, ”ისთ ფოინთი” და რუსთაველის N42.