LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

178
Untitled design

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება BBC სტატიას თაღლითურ სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართავს, დავით კეზერაშვილი დაასანქციროს:

„დარწმუნებული ვარ, „ბიბისის“ ეს ძიება გაგრძელდება, ეს გამოძიება ოფიციალურ სახეს მიიღებს. ბრიტანული გამოძიების მჯერა და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს – დაასანქცირეთ ეს ადამიანი.

ჩვენი მთავარი პარტნიორის (ჩვენი, თქვენი, ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი) დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი თურმე აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს.

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ლევან იოსელიანის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენად იქნება ეს სახალხო დამცველის მანდატში.

ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას მხარს უჭერთ? ამიტომ მე თქვენგან რეაგირებას, ობიექტურ რეაგირებას ველოდები.

ახლა მაინტერესებს, რეზოლუცია რომ მიიღეს, 560 კაცს რომ მოაწერინეს ხელი, ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც ქართველებს გამოგვიცხადეთ, მედია დევნილიაო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს.

ახლა მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ ლობისტური სქემის? გეკითხებით ბატონო კუბილიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილია სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ამავე თემაზე:

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g