LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა 27: გოლდენ სტეიტმა ქართველი წარადგინა

116

ზაზა ფაჩულია NBA-ს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში რომ გადავიდა, ეს ამ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ახლა კი ჩვენებური ოფიციალურად გახდა “გოლდენ სტეიტ უორიორზის” წევრი და 27-ნომრიანი მაისურაც აიღო. კონტრაქტი ერთწლიანია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლა. მისი კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება, თუმცა მანამდე უკვე ითქვა, რომ ზაზა 2.9 მილიონს მიიღებს წლიურად, რაც დაბალ ანაზღაურებად ითვლება. თუმცა ქართველმა ფულს სპორტული მოტივაცია არჩია და დიდი შანსია გახდეს პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელიც NBA-ს მოიგებს. ეს კი მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში წარმოუდგენელი წარმატება იქნება.

”გოლდენ სტეიტმა” კევინ დურანტიც დაიმატა და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახდა. რაც შეეხება ქართველის შანსებს, მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, სულაც არ არის გამორიცხული ძირითადი ცენტრი გახდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზამ მშვენივრად იასპარეზა გასულ სეზონში.

32 წლის ფაჩულიასთვის დამდეგი სეზონი მე-13 იქნება NBA-ში. გასულ სეზონში ფაჩულია იგი თამაშში 8,6 ქულას, 9,4 მოხსნას, 1,7 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ზაზამ საშუალოდ 26,4 წუთი ითამაშა.

ფაჩულია წლების განმავლობაში “ორლანდო მეჯიკში”, “მილუოკი ბაქსში”, “ატლანტა ჰოუქსსა” (ყველაზე დიდხნას) და “დალას მავერიქსში” თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g