LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ ხელმძღვანელობას რეორგანიზაციის გადადებას ურჩევს

49

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელობას ურჩევდა, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ.

როგორც ოქუაშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორი და მათ საქმიანობაში აქტიურად არ ერევა.

„თუ ეს საშუალება მომეცემა, ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს, თუმცა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიცია უკეთესზე აქვთ. ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორები. მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, უფრო პასიური დრო აერჩიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას,” – განაცხადა ოქუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g