ზაზა თელია საზოგადოებას მორიგი რჩევით მიმართავს.
როგორც დერმატოლოგი წერს, თუ პაციენტები ექიმისგან ვიტამინის, საკვები დანამატის, ჰომეოპათიური ან მცენარეული საშუალების მიღების აგიტაციას, რეკომენდაციას მიიღებენ უნდა იცოდნენ, რომ ეს ადამიანი ან ტენდენციურია ან უცოდინარი.
„ძვირფასო პაციენტებო, ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა, რთულია ერთიდაიგივე ბევრჯერ გაიმეორო, ამიტომ ვიფიქრე ჯობია აქ დავწერო
თუ ექიმისგან რომელიმე ვიტამინის ან საკვები დანამატის ან ჰომეოპათიური საშუალების ან მცენარეული საშუალების მიღების აგიტაციას ან რეკომენდაციას მიიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ადამიანი არგუმენტად რაიმე კვლევის დასკვნას მოიყვანს თუ არა, იცოდეთ რომ ეს ადამიანი ან ტენდენციურია ან უცოდინარი, რადგან EBM არ ესმის
ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს ზაზა თელია.