LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 15 წუთი: ლიდერების ბრძოლა გოლდენ სტეიტმა მოიგო (ვიდეო)

25

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცენტრალური დაპირისპირება „ორეკლ არენაზე“ შედგა, სადაც ერთმანეთს კონფერენციის ლიდერები, „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ და „ბოსტონ სელტიქსი“ შეხვდნენ. თამაშმა მოლოდინი გაამართლა.
„გოლდენ სტიტმა“ ტრადიციულად მაღალ დონეზე შეხვედრის მესამე მეოთხედი ჩაატარა და დასკვნითი 12-წუთიანი მონაკვეთის წინ, 7-ქულიანი ჰანდიკაპი აიღო. ამ გაქცევის მთავარი შემოქმედი, სტეფ კარი გახლდათ. მასპინძელთა ლიდერმა, საერთო ჯამში, 49 ქულა გააკეთა. ბოსტონელებმა, დასკვნით წუთებზე, კაირი ირვინგის ლიდერობით, რომელმაც 37 ქულა მიითვალა, ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა კალიფორნიელებმა მაინც მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და 109:105 გაიმარჯვეს.

„უორიორზის“ ქართველმა ლეგიონერმა, ზაზა ფაჩულიამ 15 წუთში: 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.

ეს „გოლდენ სტეიტისთვის“ მე-40 მოგება იყო და ის რეგულარულის ლიდერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები