LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 4 ქულა: გოლდენ სტეიტი რეკორდზე ვერ წავიდა

26

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლითი მოგებების წარმატებული სერია მე-15 მატჩზე შეწყვიტა. ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა ტეხასში – “ჰიუსტონ როკეტსთან” 108:116 წააგო. არადა, ოკლენდელები რეკორდზე მიდიოდნენ, რაც 16-მატჩიანი წაუგებელი სერიის ტოლია და ის 1971-72 წლების სეზონში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” დაამყარა.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ფაჩულიამ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საუკეთესო იყო კევინ დიურანტი 26 ქულით, ხოლო დრეიმონდ გრინმა 21, სტეფ კარიმ კი 19 ქულა მოაგროვა.

“გოლდენ სტეიტს” წაგება არც შეუმჩნევია, ისევ დიდი უპირატესობით ლიდერობს ნბა-ს. ოკლენდელებს 37 მოგება და 10 მარცხი აქვთ და შემდეგ შეხვედრას 24 იანვარს, შინ “ნიუ იორკთან” ჩაატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები