LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზედაზენი“ ჟურნალისტების რჩეული კიდევ ერთხელ გახდა

69

„ზედაზენი“ კვლავ ჟურნალისტების რჩეული კომპანიაა.  მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” მე-16 ტრადიციულ ბიზნეს-რეინტინგში კომპანიამ ორი ნომინაცია მოიპოვა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა. ”ახალი საინვესტიციო პროექტები, ახალი საექსპორტო ბაზრები, კრეატიული მარკეტინგი და ხარისხის ნიშანი“ და წლის „ჟურნალისტების რჩეული“.

„ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ  ჟურნალისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში და თავის დამოკიდებულება გამოხატა.

”აღნიშნული სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ბიზნესისთვის და სასიხარულოა, როცა ერთდროულად კომპანია ორ ნომინაციაში ხდება გამარჯვებული,” – განაცხადამიქაცაძემ.

2014-2015 წლის კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ გაიმართა. პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები