LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! 

465
Zeg

21-23 ივნისს, თბილისში, ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალი მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოპებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს.

ფესტივალის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ZEG-ზე მომხსენებელთა სია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი მიიღებს. წელს ფესტივალში 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი მონაწილეობს, მათ შორის არიან: მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი და მრავალი სხვა პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s.

ბილეთები შეიძინეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის გამოიწერე ნიუსლეთერი.          

(R)      

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები