LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზეგის” თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა დასრულდა: ამოღებულია პირადი კომპიუტერები

340
BeFunky-collage (34)

სასამართლოს გაჩინების საფუძველზე კომპანია “ზეგის” 5 თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები თბილისში მდებარე კერძო სახლებში ერთდროულად ჩატარდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესში მონაწილე სამართალდამცავი აცხადებს, რომ ამოღებულია “ზეგის” თანამშრომლების და ასევე, მათი ოჯახის წევრების პირადი კომპიუტერები.

რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება აღნიშნული კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ამ ეტაპზე, უცნობია.

კომპანიის დირექტორის უფლებადამცველი დღევანდელ ჩხრეკას ბაჩანა ლობჟანიძის ჩვენებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე ხორციელდება.

ბაჩალიაშვილის საქმე: “ზეგის” თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია 1 აგვისტოს გაცემული განჩინების აღსრულება ერთი კვირის შემდეგ რა მიზეზით სრულდება. მისივე ინფორმაციით, ჩხრეკის მიზეზიც და მოტივიც გაუგებარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g