LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „არის სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, მოხდეს კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია“

200
fot

„არის სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, მოხდეს კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია,“– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინს ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა გამარჯვების გზას გაივლის! და ეს აღარ არის ოცნება - ეს რეალობაა

„უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვების გზა რთულია. ახლა ვერავინ იტყვის, როდის დავასრულებთ“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს დანამდვილებით არ იცის.

„ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g