LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი 200 მებრძოლში

45
Untitled design (3)

რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ეხმიანება.

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, მათ დაიბრუნეს 200 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ერთი გულშემატკივრის – ვიქტორ მედვედჩუკის სანაცვლოდ. 

„გაცვლის ეს ოპერაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, საგულისხმოა რამდენიმე კომპონენტი: 1 – ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი 200 მებრძოლში.

თავდაპირველად შემოგვთავაზეს ჩვენი 50 მეომრის დაბრუნება იმ ერთ-ერთის სანაცვლოდ, ვინც SBU-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენ ვსაუბრობდით, ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ამას, საბოლოოდ მათი რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. ჯარისკაცები უკვე უკრაინაში არიან. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია. თუმცა 200-ზე მეტიც.. იმიტომ, რომ განთავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან. და განსაკუთრებით მიხარია, რომ მათ ახლა მოახერხეს მათი დაბრუნება უკრაინაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაცვლის დეტალებზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად რუსეთმა შესთავაზა 50 უკრაინელის დაბრუნება SBU წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ერთ-ერთის სანაცვლოდ.

“ვისაუბრეთ. დაჟინებით მოვითხოვდით. 50-ის რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ისინი უკვე უკრაინაში არიან. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია. თუმცა 200-ზე მეტიც კია, რადგან გათავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან, განსაკუთრებით მიხარია, რომ ახლა უკვე შესაძლებელი გახდა მათი დაბრუნება უკრაინაში. არ არის სამწუხარო, რომ მედვედჩუკი ნამდვილი მეომრების სანაცვლოდ დაიბრუნეს.“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი და ვცდილობთ, თითოეული უკრაინელი გადავარჩინოთ. ეს არის უკრაინის აზრი, ჩვენი არსი, ეს არის ის, რაც მტრისგან გამოგვარჩევს. ჩვენ ვაფასებთ ყველა სიცოცხლეს! და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ ყველა, ვინც რუსების ტყვეობაშია“, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა მარიუპოლის მცველი რამდენიმე ათეული მეომარი, მათ შორის აზოვის ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და 36-ე ქვეითი ბრიგაფის ხელმძღვანელი სერგეი ვოლინსკი.

 

magti 5g