LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ეს არ არის მხოლოდ ყალბი ამბები.. დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს, უკრაინას მისი ჯარის არ ეშინია!

243
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტი არაღიარებულ დნესტრისპირეთში, უკრაინა-მოლდოვის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ვითარების დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს.

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვართან პროვოკაციები დაიწყო, არის თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ: „ყურადღების მიღმა ვერც ერთი ის ადგილი დარჩება, სადაც რუსეთმა შესაძლოა პროვოკაცია წამოიწყოს“

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოლდოვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო ესკალაციისთვის.

უკრაინის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს სიფრთხილეს და მის მიერ სიტუაციის შეფასებას, რის გამოც დნესტრისპირეთის რეგიონში მოლდოვის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციით რუსეთი მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ მხარს უკრაინას დაუჭერს, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.

ზელენსკიმ აქვე აღნიშნა, რომ უკრაინას არ ეშინია რუსეთის ჯარების:

„ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. იქ უკვე სპეცსამსახურები მუშაობენ. ეს არ არის მხოლოდ ყალბი ამბები. გასაგებია რატომაც – რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია, მოლდოვას მუქარა – ისინი აჩვენებენ მათ, რომ თუ მოლდოვა მხარს დაუჭერს უკრაინას, გარკვეული ზომები იქნება”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რუსებმა ორი საკომუნიკაციო ანძა ააფეთქეს. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა პრიდნესტროვის რადიოსა და ტელევიზიის ცენტრ „მაიაკის“ მიდამოებშიც.

magti 5g