LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – ოკუპანტებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, შენობა განადგურებულია, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა დგინდება

54
ZelenskyApril2022-1-768x488

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. მისი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურებულია.

„სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ზელენსკი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს ქალაქის ხარკოვის სალტოვკის რაიონზე.

mazda magti 5g