LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომ სვიატოგორსკის ლავრის ტერიტორიას 300 მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს.. რუსეთის მიერ დამწვარი ეკლესიები ადასტურებს, რომ იუნესკოში არ უნდა იყოს

291
BeFunky-collage (4)

რუსეთის გარდა არც ერთ სახელმწიფოს ევროპაში არ გაუნადგურებია ამდენი ღირსშესანიშნაობა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოგორსკის ლავრას დაბომბვას.

რუსებმა სვიატოგორსკის მონასტერი დაბომბეს

“ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომ სვიატოგორსკის ლავრის ტერიტორიას 300 მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს – მათ მიერ  დამწვარი ყოველი ტაძარი, სკოლა ამტკიცებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, 31 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ იუნესკოს მიმართა მოთხოვნით, ჩამოართვას რუსეთს ორგანიზაციის წევრობა.

“უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, აფეთქებული ყველა სკოლა, დანგრეული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის. რაზე შეიძლება ვისაუბროთ ბარბაროსულ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან?”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები