LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – პოლიტიკური დიალოგი კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს

59
1624439926-845

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით პოლიტიკური დიალოგი ორ ქვეყანას შორის ახალ იმპულსს იძენს.

პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის

“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინასა და საქართველოს სტრატეგიული პარტიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით, კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენს შორის ნდობის დიდი დონის საფუძველზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის და მისი პარტიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება.

“შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის”  – ვოლოდიმირ ზელენს

“აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა მეზობლებთან და იმედი მაქვს, მალე ჩვენ ვიხილავთ პროგრესს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს საქართველოსა და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა უკრაინაში.

პოპულარულები