LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსებისთვის მარიუპოლის მებრძოლების წამება წამგებიანია, რადგან ისინი “საჯარო ტყვეები” გახდნენ

129
Untitled design (4)

მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან სამხედრო ევაკუაციის განხორციელების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობაში მყოფ მებრძოლებზე საუბრობს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაახლოებით 2 500 მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ყველა საჭირო ზომას მიიღებს მათ გასათავისუფლებლად.

ზელენსკის განცხადებითვე, რუსებისთვის აზოვის პოლკის მებრძოლების წამება წამგებიანია, რადგან ისინი “საჯარო ტყვეები” გახდნენ.

შეგახსენებთ, “აზოვსტალის” ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლები 17 მაისს გამოიყვანეს.

უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სამხედროები რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ, მოგვიანებით კი ტყვეების გაცვლის პროგრამით, სამშობლოში დააბრუნებდნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, “აზოვის” პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი ურაინაში

mazda magti 5g