“უკრაინა ლამაზი იყო. მაგრამ ახლა მშვენიერი იქნება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი წერს და ქვეყნის აღდგენის პროექტზე საუბრობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში უკრაინის მოქალაქეების ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა მშვენიერი სწორედ ამ ხალხის გამო იქნება:
“უკრაინა ლამაზი იყო, მაგრამ ახლა მშვენიერი იქნება, რადგან ჩვენ ასეთი ხალხი გვყავს. დიდებული უკრაინა, აღდგენის შესანიშნავი პროექტით – ხალხის გულისთვის, ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის განვითარებისთვის”, – წერს ზელენსკი “ფეისბუქში”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში