LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი უვიზო რეჟიმს აწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც თავდაცვის ლეგიონში გაწევრიანება სურს

171
BeFunky-collage (12)

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 1-ელი მარტიდან უცხოელებს, ვისაც სურვილი აქვს გაწევრიანდეს უკრაინის ინტერნაციონალურ თავდაცვის ლეგიონში, უვიზო რეჟიმს უწესებს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

„2022 წლის 1-ელი მარტიდან დროებით საომარი მდგომარეობის პერიოდში, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი არ მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, შემოღებული იქნება უვიზო რეჟიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაწევრიანდეს უკრაინის ინტერნაციონალურ თავდაცვის ლეგიონში, გარდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელიც აღიარებულია აგრესორ სახელმწიფოდ“, – ნათქვამია ბრძანებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g