LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ ქვეყნის დასაცავად მთელი მსოფლიოდან უკრაინელი სამშვიდობოები გამოიძახა

283
1

უკრაინის პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი უკრაინელი სამშვიდობოების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია უკრაინული არმიის გაძლიერება რუსეთის ფედერაციის აგრესიის მოსაგერიებლად.

Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულების ფოტო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ანდრეი სიბიგამ გამოაქვეყნა:

“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა გაიყვანოს უკრაინელი სამშვიდობოები – პროფესიონალი ჯარისკაცები  მსოფლიოს ყველა მისიიდან აღჭურვილობასთან ერთად. გავაძლიეროთ ჩვენი არმია რუსული აგრესიის საპასუხოდ”, – ამბობს სიბიგა.

“მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილეობაა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსი სამხედროების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, უკრაინელები ქალაქების გმირულ დაცვას აგრძელებენ – უკრაინის გენშტაბი

ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური – გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვში მოკლეს

რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ვიდეო: შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა – „ახლობლები მეუბნებიან, იქ რა ხდება…კოშმარია”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

magti 5g