LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში

48
630_360_1651088283-107

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანებულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. თანამდებობები დატოვეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g