ჰოლივუდში ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. წყაროს ცნობით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი ფარულად დაქორწინდნენ. ამის შესახებ მსახიობის სტილისტი აცხადებს.
„ქორწილი უკვე გაიმართა. თქვენ კი ეს გამოგრჩათ. ეს ნამდვილად მართალია“, – განაცხადა ლოუ როუჩიმ.
მსახიობების წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარის მისაღებად მედია უკვე დაუკავშირდა, თუმცა, ამ ეტაპზე არც ზენდეიას და არც ჰოლანდს განცხადება არ გაუკეთებიათ.
ქორწინების შესახებ ეჭვები თებერვალში გაჩნდა, როდესაც ზენდეია ნიშნობის ბეჭდით შენიშნეს.
ცნობისთვის, წყვილმა ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2021 წლის ნოემბერში გაასაჯაროვა.
ზენდაია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ
ფოტო: „უტკბილესი წყვილი“ – ზენდაიასა და ტომ ჰოლანდის იშვიათი გამოჩენა
