LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

134

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის  მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული მონაკვეთი, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

magti 5g