LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზევით აწეული დრონებით ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს: ინგა გრიგოლია

374
BeFunky-collage (31)

“ძაან ზევით აწეული დრონებით გადაღებული კადრებით, დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ეს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს და ეგუება ოპონენტების ციხეში ჩაყრას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას,” – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 26 თებერვალს გამართული აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით, Facebook-ზე პოსტს წერს.

მისი განცხადებით, მიტინგზე თავების თვლა სასაცილოა, რადგან სოციალურ ქსელშიც კარგად იგრძნობა ის განწყობები, რის გამოც ადამიანები საპროტესტო აქციებზე დადიან.

“რა სასაცილოა თავების თვლა მიტინგებზე, როცა საჯარო სივრცეში, სოცქსელშია გადატანილი ის განწყობები, რის გამოც ადამიანები საპროტესტო აქციებზე დადიან)))))))) დადექით და ითვალეთ თავები. მიტინგზე შეიძლება ვერ ჩამოვიდეს ადამიანი, მაგალითად, სურდეს, მაგრამ რომელიმე სოფლიდან ვერ ჩამოვიდეს ან სამსახურის გამო, ან პანდემიის შიშით, აქვე, დედაქალაქშიც ვერ შეუერთდეს აქციას))))) ყველა არ დადის მიტინგზე, მაგრამ სოცქსელში აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და შემდეგ-არჩევნებზე, ისე, როგორც ახლახანს დააფიქსირა, 2020-ის 31 ოქტომბერს. ასე რომ, ძაან ზევით აწეული დრონებით გადაღებული კადრებით, დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ეს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს და ეგუება, ან ეგუება იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ოპონენტების ციხეში ჩაყრას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას,” – წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, გუშინ, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა და შემდეგ უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს.

სანამ გონს არ მოეგებიან, კიდევ ბევრი ასეთი მარში და აქცია გვექნება – სერგი კაპანაძე 

მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

პროტესტის მონაწილეებმა გუშინ, პარლამენტის შენობის წინ კარვებიც გაშალეს, სადაც ღამე გაათენეს.

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია – რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g