მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა. ”სამეფო კლუბის” ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო წუხელ გაუშვეს სამსახურიდან. ეს მოსალოდნელი ცვლილება იყო, რადგან კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საფუძველს საკმაო ხანი ამზადებდა და საუბარი ბენიტესის ზიდანით ჩანაცვლებაზე აქტიურად მიმდინარეობდა.
„დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ნდობისთვის. ”რეალი” მსოფლიოში საუკეთესოა და მას საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. ახლა უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა “რეალში” ფეხბურთელად მოვდიოდი. ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის და მჯერა ერთად ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა ზიდანმა.
ზიზუ მადრიდულ გრანდში 2001-2006 წლებში თამაშობდა.