LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადებებისკენ – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

237

23 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც სამედიცინო ასტროლოგიას მიეძღვნა, სოფიო ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეებსა და სხვადასხვა დაავადებებისკენ მიდრეკილებაზე ისაუბრა.

ასტროლოგები და ეზოთერიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი დაავადება ფსიქო-სომატური მიზეზითაა გამოწვეული. ბევრმა არ იცის, რომ ადამიანს ორი – ასტრალური და ფიზიკური სხეული აქვს, ავადმყოფობას კი, პირველ რიგში არაჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იწვევს, ანუ ჯერ სული სნეულდება, ემოციური მდგომარეობის უგულველყოფით კი, ფიზიკური დაავადება პროგრესირებს. სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი ავადმყოფობის დასადგენად ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა საჭირო.  მაგალითად, ითვლება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მსხვერპლი პირველ რიგში გულდაწყვეტილი და განაწყენებული ადამიანი ხდება, რომელიც თვლის, რომ ბევრად მეტს იმსახურებს და პროტესტი უჩნდება სამყაროს მიმართ, კარგავს მადლიერების გრძნობას და სწორედ მაშინ იწყება ორგანიზმში შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ამასთანავე, ონკოლოგიური დაავადებებით თვითგანაგურებისკენ მიდრეკილი ადამიანები იტანჯებიან, რომლებიც ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან და არასდროს ინდობენ საკუთარ თავს.

ვერძი – ზოდიაქოს ეს ნიშანი იშვიათად იტანჯება ქრონიკული დაავადებებით, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტია, ყოველთვის სჯერა მომავლის და დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არ უმართლებს, ხვალ აუცილებლად ყველაფერი გამოსწორდება. ამასთანავე, ვერძი საოცარად სწრაფი ტემპით ცხოვრობს და უბრალოდ ვერ იცლის ავადმყოფობისთვის, იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც გახდა ავად, არასდროს ანიჭებს საკუთარ ავადმყოფობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არასდროს განიცდის და არ შფოთავს. ვერძის სუსტი წერტილი – თავია და სწორედ ამიტომაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად აქვს თავის ტრავმა, შუბლსა და სახეზე კი, ნაიარევი „ამშვენებს“. სხვათაშორის, უშიშარ ვერძს ძალიან ეშინია ექიმების და მართალია, სუსტი კბილები აქვს, მაგრამ მაინც იშვიათად სტუმრობს დანტისტს.

კურო – ფრთხილი და წინდახედული კურო, ყოველთვის თავგამოდებით ზრუნავს ჯანმრთელობაზე, აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და გულმოდგინეთ ირჩევს საკვებს, ამიტომ არასდროს ექმნება სერიოზული პრობლემები. ზოდიაქოს ამ ნიშნის სუსტი წერტლი – ყელი და იოგებია, ქალბატონებს კი, ხშირად აწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშანს სასუნთქ ორგანიებზე, კოჭებსა და ხელის მტევნებზე პასუხისმგებელი მერკური მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, სწორედ ეს ორგანიებია მიკროტრამვებისკენ მიდრეკილი ტყუპების ყველაზე სუსტი წერტილი.

(ვრცლად…აუდიოჩანაწერი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g