LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის – კალაძე

60
კახა კალაძე

ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქალაქში ვითარების დაძაბვის მცდელობას ადგილი აქვს სხვადასხვა მედიის წარმომადგენელთა მხრიდან.

“ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის.

ამიტომ მოვუწოდებ მათ მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის:

საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შრის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის 100 მეტრიანი რადიუსი, რაც არის იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ.

ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია.

გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!” – განაცხადა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g