როგორც ცნობილია, ბრიუს უილისი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზის გამო, სამსახიობო კარიერა დაასრულა, იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ემმა ჰემინგმა, ოპრა უინფრის პოდკასტში ისაუბრა, რის შემდეგაც ის საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
„სახლიდან გააგდო და მიატოვა ავადმყოფობის გამო“ – ემმა ჰემინგი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს
გადაცემაში წამყვანმა გააჟღერა 70 წლის უილსისი ყოფილი მეუღლის, დემი მურის სიტყვებიც, რომელიც თავისი შვილების მამასთან დღემდე მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება.
„რთულია, ძალიან ძნელია იმ ადამიანის ხილვა ასეთ მდგომარეობაში, რომელიც მუდამ ენერგიული, ძლიერი და მიზანდასახული იყო. გული მტკივა, როცა ვხედავ, თუ როგორ იცვლება, თუმცა მე მას იმ გზაზე უნდა შევხვდე, რომელზეც ის ახლა იმყოფება. არ უნდა მქონდეს მოლოდინი, რომ ძველ ბრიუსს ვნახავ. როცა მას თბილად ექცევი, მისგანაც იგრძნობ საოცარ სითბოს, სილამაზეს და სიმსუბუქეს. ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, ამიტომ მას მეტი მზრუნველობა სჭირდება“, – ახდებს მური, რომელიც უილისზე 13 წელი იყო დაქორწინებული და მასთან სამი ქალიშვილი ჰყავს.
დემი მური ბრიუს უილისს ახალისებს – უახლესი ფოტოები მსახიობის 70 წლის იუბილედან




